ლიტერატურული კონკურსი

  სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ლიტერატურულ კონკურსს. კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლიათ დევნილ მოსწავლეებს 14 წლის ასაკიდან.

მონაწილეებს შეუძლიათ წარმოადგინონ ნებისმიერი ჟანრის მხატვრული ნაწარმოები (ლექსი, ჩანახატი, მოთხრობა, ნოველა, ზღაპარი….) ნებისმიერ თემაზე. კონკურსში გამარჯვებულ ავტორებს გადაეცამათ საჩუქრები.

წარმოდგენილ ნამუშევარს უნდა ერთვოდეს:

  1. კონკურსანტის პირადობის ან დაბადების მოწმობის ასლი;
  2. კონკურსანტის დევნილის მოწმობის ასლი.

ასევე სავალდებულოა საკონტაქტო ტელეფონის, ფაქტიური მისამართისა და იმ სკოლის მითითება, სადაც ამჟამად სწავლობს კონკურსანტი.

ნამუშევრების წარმოდგენის ბოლო ვადა: 5 აპრილი, 2018 წელი.

ნამუშევრებისა და დოკუმენტაციის წარმოსადგენად გთხოვთ დაუკავშირდეთ საკონტაქტო პირებს:

ლილი ბაშარული –  თბილისი.                    ტელ.: 599 907331,

შორენა  ჩიმჩიური – გორი.                               ტელ: :  599 951 607

მარინე ქრისტესიაშვილი  –  კოდა.                ტელ. : 595 958 067

ლიანა  კულუმბეგოვა –  წეროვანი.                ტელ: 599  932 593

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია