სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის მიერ 2019 წლის იანვრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით გაწეული სამუშაოს შეჯამება

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია ახორციელებს სოციალურ პროგრამებს. აღნიშნული კეთდება ადმინისტრაციის ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის მიერ. სამსახურის უფროსი თამაზ ბესტაევი აცხადებს, რომ  2019 წლის იანვრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით  ადმინისტრაციას  497 ადამიანმა მიმართა სხვადასხვა პროგრამით გათვალისწინებული სოციალური დახმარებისთვის, რომლებმაც ერთჯერადი დახმარება მიიღეს შემდეგი კატეგორიების მიხედვით:

  1. სხვადასხვა სახის დიაგნოსტიკური კვლევა. იანვრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით  212 პაციენტმა  ისარგებლა ამ მომსახურებით საქართველოს ქირურგიის ეროვნულ ცენტრში 22,474 ლარის ოდენობით;
  2. ქირურგიული ჩარევა (ადმინისტრაციის მიერ 25% თანადაფინანსებით) ჩაიტარა 97 პაციენტმა ადმინისტრაციის თანადაფინანსებით (გაიცა საგარანტიო წერილები 31 961 ლარის ოდენობით);
  3. დახმარება გაეწია 135 მრავალშვილიან ოჯახს 44,800 ლარის ოდენობით;
  4. 43 ბენეფიციარმა მიიღო თანხა სხვადასხვა საჭიროებების მიხედვით  9,750 ლარის ოდენობით;
  5. მეორე მსოფლიო ომის ვეტერანებისა და მათთან გათანაბრებული პირთა დახმარება – ამ ეტაპზე სულ 10 ადამიანი – 3,600 ლარის ოდენობით;

აგრეთვე, სამედიცინო დახმარება გაეწიათ ჩვენს მოქალაქეებს, რომლებიც ცხოვრობენ ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის ტერიტორიაზე. 2019 წლის იანვრიდან მაისის პირველი ნახევრის ჩათვლით 111 პაციენტმა  სხვადასხვა სახის სამედიცინო დახმარება მიიღო თბილისის საავადმყოფოებების სტაციონარში.

სულ, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანდაცვისა  და სოცუზრუნველყოფის  სამსახურის ბიუჯეტი წელიწადში 250,000 ლარს შეადგენს, რომელიც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან დევნილების  საჭიროებებზე ნაწილდება დადგენილი კატეგორიის მიხედვით

(https://soa.gov.ge/2019/01/24/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%9B%E1%83%AE%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%97-%E1%83%9D%E1%83%A1%E1%83%94%E1%83%97%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%A1%E1%83%A2-12/ ).

 

 

.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია