გამოყენებითი ხელოვნება – 7 მარტს, 15 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში გაიმართება შეხვედრა ცხინვალის რეგიონიდან დევნილ ქალბატონებთან, რომლებიც წარმოადგენენ გამოყენებითი ხელოვნების ნიმუშებს- ტიხრული მინანქარი, თიხის, თექის, ბისერის, წიწვებისა და მინის საოცარი ხელნაკეთი ნივთები.
ქალბატონების საპატივსაცემოდ გაჟღერდება მუსიკალური ნომრები ირმა ზუბაშვილის, თინათინ ჭულუხაძის, კესო ჯოხაძის, მარიამ მელანაშვილისა და ,,ნართები’’–ს ვაჟთა ტრიოს შესრულებით.