შეხვედრა სტუდენტებთან

ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ 35 სტუდენტს სწავლების დაფინანსებაში გაეწია ფინანსური დახმარება 625 ლარის ოდენობით. სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში გაიმართა სტუდენტებთან შეხვედრა. ადმინისტრაციის განათლების სამსახურის უფროსმა სოსო ცოტნიაშვილმა მიულოცა სტუდენტებს და უსურვა წარმატებები. ღონისძიების ფარგლებში, ასევე შედგა გაცნობა საქართველოს სტუდენტური პარლამენტის წარმომადგენლებთან, რომლებმაც დევნილ სტუდენტებს გააცნეს საკუთარი პროექტები.

   2019 წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა  დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის №04/1 ბრძანებით დამტკიცებული სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესით.

2019 წლის 15 თებერვლამდე სტუდენტებმა დაფინანსების მოსაპოვებლად მიმართეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას. 35 სტუდენტმა დააკმაყოფილა ზემოაღნიშნული ბრძანების კრიტერიუმები, ისინი უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის დასაფინანსებლად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისგან მიიღებენ ერთჯერად ფინანსურ დახმარებას.

 

 

 

 

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია