ოსური „სიმდი“, „ხონგა“, „აჭარული“, „მთიულური“ – ეს იმ ცეკვების არასრული ჩამონათვალია, რომლითაც ხალხური სიმღერისა და ცეკვის ანსამბლმა „ნართები“ ცეცხლი დაანთო ერისთავის სახელობის დრამატულ სცენაზე.
მომღერალმა თინათინ ჭულუხაძემ და ანსამბლ ,,ნართებმა” ახალი სიმღერით “სამაჩაბლო” გახსნეს გორში გამართული კონცერტი. ასევე გაჟღერდა ოსური და ქართული ხალხური სიმღერები.
გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ანსამბლი ,,ნართები“ კულტურის განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა.
კონცერტს დაესწრო სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ადმინისტრაციის კულტურისა და განათლების სამსახურების წარმომადგენლები, შიდა ქართლის რწმუნებულის პირველი მოადგილე სიმონ გულედანი, გორის მუნიციპალიტეტის მერიის კულტურის სამსახურის უფროსი რამაზ შიოშვილი.