სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება

0
757

            2020 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2020 წლის 27 აგვისტოს #534 დადგენილებით, ხოლო განცხადების ელექტრონული წესით წარდგენის წესი საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის  2020 წლის 4 სექტემბრის ბრძანებით.   

            აღნიშნული დადგენილების შესაბამისად მიმდინარე წელს სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსდებიან ის სტუდენტები, რომლებიც, თავის ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების მოსაპოვებლად მონაწილეობის მიღების საფუძველია სტუდენტის განცხადება, სოციალური პროგრამის ფარგლებში დაფინანსებაში მონაწილეობის შესახებ. აღნიშნული განცხადება სტუდენტის მიერ ივსება მხოლოდ ელექტრონული ფორმით განათლების საინფორმაციო სისტემის პორტალზე, რომლის ელექტრონული მისამართია socreg.mes.gov.ge

პორტალზე რეგისტრაციის დროს სტუდენტი უთითებს შემდეგ მონაცემებს:

ა) პირადი ნომერი;

ბ) სახელი, გვარი;

გ) საკონტაქტო ტელეფონი ნომერი;

დ) ელექტრონული ფოსტის მისამართი.

ასევე, აუცილებელია სტუდენტმა ატვირთოს ცნობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციიდან, რომ პირი 2008 წლის 7 აგვისტომდე, ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერედვის , ქურთის, თიღვის ან ახალგორის მუნიციპალიტეტში. აღნიშნული ცნობის მისაღებად პირმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას უნდა მიმართოს შესაბამისი განცხადებით და წარადგინოს ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტიდან რომ 2008 წლის 7 აგვისტომდე, თავის ოჯახთან ერთად მუდმივად ცხოვრობდა ერედვის, ქურთის, თიღვის, ან ახალგორის მუნიციპალიტეტში (ცნობაში აუცილებელია დაინტერესებული პირის პირადი ნომრის მითითება) .

            რეგისტაცია იწარმოებს 2020 წლის 07 სექტემბრიდან 28 სექტემბრის  18 :00 საათამდე.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here