თამაზ ბესტაევი სახელმწიფო მინისტრს შეხვდა (VIDEO)

0
217

„მინდა, გამოვთქვა მზაობა დავამყაროთ მეტი კონტაქტი და გავაგრძელოთ თანამშრომლობა. დღეს ჩვენ ნაყოფიერი საუბარი გვქონდა იმ პრობლემებთან დაკავშირებით, რომელიც დღეს არსებობს ოკუპირებულ ტერიტორიაზე“, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა განაცხადა სახელმწიფო მინისტრ თეა ახვლედიანთან შეხვედრის შემდეგ.

შეხვედრაზე ცხინვალის ოკუპირებულ რეგიონში ჰუმანიტარული და ადამიანის უფლებათა კუთხით არსებული მძიმე ვითარება განიხილეს და მომავალი მჭიდრო თანამშრომლობის გაგრძელებისთვის მზადყოფნა გამოთქვეს.

თამაზ ბესტაევი ბოლო 15 წლის განმავლობაში, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალური უზრუნველყოფის სამსახურს ხელმძღვანელობდა.

სახელმწიფო მინისტრმა სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის დროებითი ადმინისტრაციის ახალადდანიშნულ ხელმძღვანელს მომავალ საქმიანობაში წარმატება უსურვა.

„ბატონ თამაზ ბესტაევთან ჩვენ გვაკავშირებს ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის ჯანდაცვის მომსახურებებით უზრუნველყოფის კუთხით გაწეული ერთობლივი საქმიანობა, ადმინისტრაციის დიმიტრი სანაკოევის ხელმძღვანელობის პერიოდში, სადაც ბატონი თამაზი 15 წლის მანძილზე სწორედ ამ მიმართულებით მუშაობდა. მე მინდა, კიდევ ერთხელ მივულოცო მას ახალ თანამდებობაზე დანიშვნა და წარმატება ვუსურვო მომავალ საქმიანობაში,“- განაცხადა სახელმწიფო მინისტრმა თეა ახვლედიანმა.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here