VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“

0
50

2021 წლის 13-15 ოქტომბერს, ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ორგანიზებით ჩატარდა VII საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენცია „ქართულ-ოსურ ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“.

VII საერთაშორისო კონფერენცია მიეძღვნა იოანე იალღუზიძეს (გაბარაევს) – ოსური ანბანის შემქმნელს, მწიგნობარს, პოეტს, ქართული და ოსური ენების შესანიშნავ მცოდნეს, მკვლევარს. იოანე იალღუზიძეს დიდი წვლილი მიუძღვის ქართულ-ოსური ლიტერატურული ურთიერთობების განვითარებაში. კონფერენციაში მონაწილეობა მიიღეს ჩრდილოეთ ოსეთი-ალანიას მეცნიერებმა. პანდემიის გამო ღონისძიება ჩატარდა შერეული ფორმატით (ასევე ონლაინ-დასწრების რეჟიმში).

გამომსვლელემბა განიხილეს მისი ღვაწლი ქართულ-ოსურ მწიგნობრულ საქმიანობაში.

შეგახსენებთ, საერთაშორისო სამეცნიერო კონფერენციის, „ქართულ-ოსური ურთიერთობათა განვითარების პერსპექტივები“ მიზანია ხელი შეუწყოს ქართულ-ოსური ურთიერთობების ახალ ეტაპზე გადასვლას, თანამედროვე ინტერდისციპლინურ კვლევებს. კონფერენციას დაესწრნენ და მის მუშაობაში მონაწილეობა მიიღეს მეცნიერები, ახალგაზრდა მკვლევრები, სამთავრობო და არასამთავრობო ორგანიზაციებისა და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები, კონფლიქტოლოგები, ექსპერტები, ჰუმანიტარული, სოციალურ-პოლიტიკური დარგების მკვლევრები.

კონფერენციის მხარდამჭერები – შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here