“ოსური ხაჭაპურის სახლი” თბილისში (VIDEO)

თუ გიყვართ ნამდვილი ოსური ხაჭაპური, აუცილებლად უნდა იცოდეთ თუ სად მზადდება ის!

რამდენიმე კვირის წინ თბილისში გაიხსნა „ოსური ხაჭაპურის სახლი“ (გადადით ბმულზე: https://www.facebook.com/osurikhacapurihouse ). ახალი საკვები ობიექტი არის ნატახტარში მდებარე რესტორან „ფშავის ჩემპიონი“-ს პარტნიორი, რომელიც დიდი ხანია საკმაოდ დიდი პოპულარობით სარგებლობს მოქალაქეებსა თუ ტურისტებში.

რესტორან „ფშავის ჩემპიონისა“ და „ოსური ხაჭაპურის სახლის“ დამფუძნებელი რევაზ პაპუკაშვილი ამბობს, რომ „ოსური ხაჭაპურის სახლის“ გახსნის იდეა განაპირობა იმან, რომ ნატახტრის რესტორანში ბევრი მხოლოდ იმისთვის ჩამოდიოდა,რომ დაეგემოვნებინა ოსური ხაჭაპურების ნაირსახეობები: „ჩვენი რესტორნის, „ფშავის ჩემპიონის“ კერძების მრავალფეროვან ასორტიმენტში ჩვენი მომხმარებელი განსაკუთრებული სიყვარულით გამოარჩევს ხოლმე ოსურ ხაბიზგინას, შახარაჯინს და ფთჯინს. ამიტომ გაგვიჩნდა სურვილი, რომ თბილისშიც იყოს შესაძლებელი ნამდვილი ოსური ხაჭაპურის მირთმევა- ამისთვის სულაც არაა საჭირო ჩამობრძანდნენ შორ გზაზე. აქვე დავსძენთ, რომ „ოსური ხაჭაპურის სახლში“ შეიძლება იმერული, მეგრული, აჭარული ხაჭაპურებისა და სვანური კუბდარის შეძენა. საწყისი ეტაპისთვის კმაყოფილები ვართ. სულ რაღაც 3 კვირაა გავსხენით „ოსური ხაჭაპურის სახლი“ და ყველა, ვინც კი გაიცნო ჩვენი სამზარეულო, კმაყოფილია. რა თქმა უნდა, ვფიქრობთ ამ კუთხით საქმის გაფართოვებაზე. ამ საკითხს ჩვენ სერიოზულად მივუდექით და ვუდგებით – სულ მცირე, ერთ წელიწადში კიდევ ერთი ფილიალის გახსნა გვსურს“, – განაცხადა რევაზ პაპუკაშვილმა.

რაც შეეხება პროდუქტს, „ოსური ხაჭაპურის სახლის“ და „ფშავის ჩემპიონის“ დამაარსებელი აცხადებს, რომ პროდუქცია მზადდება მხოლოდ ნატურალურ ნედლეულზე – ყველი იქნება ეს, რძის სხვა ნაწარმი თუ ხორცი: „ნატურალური პროდუქტები – ზუსტად ესაა ჩვენი ხარისხის ნიშანი: ჩვენ საქონლის მეურნეობაც გვაქვს ვაშლოვანში, ყველი ზესტაფონიდან ჩამოგვაქვს და ასევე ვიცავთ ყველა რეგულაციას პანდემიიდან გამომდინარე, რადგან გააზრებული გვაქვს ის, რომ ჩვენი პროდუქცია ოჯახებში შედის და გვსურს მომხმარებელთან ვიყოთ პირნათელნი. ჩვენს ასევე გვაქვს დანერგილი HACCP-ს სტანდარტი, რომლის მიხედვით ვიცავთ პროდუქტის შენახვის საერთაშორისო წესებს“.

„ოსური ხაჭაპურის სახლს“ სხვა დატვირთვაც აქვს – მეგობრული: „ჩვენ – ქართველები და ოსები – სუფრასთან უნდა შევხვდეთ ერთმანეთს და არა ბრძოლის ველზე, რადგან ძმები ვართ. უნდა დავაგემოვნოთ ქართული და ოსური ხაჭაპურები და ღვინით ვადღეგრძელოთ ერთმანეთი. მყავს ბევრი ოსი თანამშრომელი. „ოსური ხაჭაპურის სახლშიც“ მუშობენ ისინი. როდესაც ადამიანი შენი ერთგულია და შენი ფასეულობების მოზიარეა – ის შენი მეგობარი ხდება და ამით ფასდება. ამიტომ ჩვენს მეგობრობას არანაირი პოლიტიკა არ დაუდგება წინ“, – განაცხადა ჰოლდინგის დამფუძნებელმა რევაზ პაპუკაშვილმა.  

  

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია