სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის დახმარება ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებულ პირებს

166 ოჯახს გორიდან, რომლებმაც იძულებით დატოვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა გადასცეს კვების პროდუქტების პაკეტები. ყველა ოჯახს გადაეცა 25 კგ ფქვილი, 15 კგ კარტოფილი და ხუთ-ხუთი კილოგრამი შაქარი, წიწიბურა, ბრინჯი და მაკარონი.

ასევე თბილისის მასშტაბით ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა დაურიგეს კვების პროდუქტები 20 მარტოხელა პირს, რომლებმაც იძულებით დატოვეს ოკუპირებული ცხინვალის რეგიონი.

აქცია ორგანიზებული იყო შიდა ქართლის გუბერნიასთან ერთად.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია