გ ა ნ ც ხ ა დ ე ბ ა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აცხადებს შესარჩევ კონკურსს „დავისვენოთ და ვისწავლოთ ერთად“ პროგრამის ფარგლებში    დაგეგმილ  საზაფხულო სკოლაში – ,,ინგლისური ენის საზაფხულო სკოლა საქართველოში” – მონაწილეობის მისაღებად. კონკურსში მონაწილეობის უფლება აქვთ 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად იძულებით გადაადგილებულ მე-9, მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეებს, რომელთაც 2017-2018 სასწავლო  წლის  პირველ  სემესტრში   ინგლისურ ენაში აქვთ შეფასება – 10 ქულა. კონკურსი ჩატარდება ინგლისურ ენაში წერითი გამოცდის სახით.

       წერითი გამოცდის ჩატარების  დრო:  2018 წლის  18 ივნისი, 10 საათი.

 მისამართი: თბილისი, პ. ქავთარაძის ქუჩის ჩიხი №1, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

 საკონტაქტო პირი:  მარინე ქრისტესიაშვილი, ტელეფონი: 595958067

კონკურსში მონაწილეობისათვის სავალდებულოა წინასწარი რეგისტრაცია. რეგისტრაციისათვის საკმარისია კონკურსანტის სახელი და გვარი მოკლე ტექსტური შეტყობინებით  15 ივნისის  18 საათამდე გაიგზავნოს ნომერზე:   595958067

გამოცდაზე  კონკურსანტებმა თან უნდა იქონიონ შემდეგი დოკუმენტები:

  1. პირადობის მოწმობის ასლი;
  2. ცნობა შესაბამისი მუნიციპალიტეტის გამგეობიდან, იმის შესახებ, რომ კონკურსანტი დევნილია 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად;
  3. სკოლის მიერ გაცემული ცნობა 2017-2018 სასწავლო წლის პირველ სემესტრში ინგლისურ ენაში შეფასების შესახებ.
Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია