ოსური ენის დღე

0
568

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია  და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი  ოსური ენის დღესთან დაკავშირებით 2018 წლის 15 მაისს ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი.

კონკურსი ჩატარდა შემდეგ სექციებში:

  1. მხატვრული კითხვა;
  2. კარნახით წერა (ოსური ტექსტი);
  3. ოსურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ნოველა და სხვ.);
  4. მოკლე ტექსტის თარგმნა (ქართულიდან – ოსურად, ან – პირიქით);
  5. ცეკვა, სიმღერა.

 

კონკურსში მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით.

ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საზოგადო მოღვაწეები და მთავრობის წარმომადგენლები.

 

 

 

 

 

 

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here