განცხადება

0
418

 

2018 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მიიღება სტუდენტთა განცხადებები სწავლების დაფინანსების შესახებ.

სტუდენტთა დაფინანსება განხორციელდება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის №7/1 ბრძანებით დამტკიცებული წესის შესაბამისად.

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

• განცხადება;
• საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
• ნოტარიულად დამოწმებული დევნილის მოწმობის ასლი;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
• უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი (2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
• პირადი საბანკო ანგარიში.

მისამართი: ქ. თბილისი. ქავთარაძის ქუჩა 21. ტელ.: 595958036

უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების საფუძველზე ჩარიცხული ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი პირების სწავლების დაფინანსების წესი.

წინამდებარე წესი განსაზღვრავს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი პირებისათვის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სწავლის დაფინანსების პირობებსა და პროცედურებს.

მუხლი 1. დაფინანსების ოდენობა

1. უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან იძულებით ადგილნაცვალი სტუდენტების დაფინანსებისათვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის 2018 წლის საბიუჯეტო ასიგნებებიდან გამოიყოს 25000 ლარი.

მუხლი 2. დაფინანსების მიღების უფლების მქონე პირი

1. ამ წესით დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ მოიპოვა სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, არ სწავლობს იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ან ჩაირიცხა 2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პირველ წელს ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასების 91-100 ქულა – (A) ფრიადი.

მუხლი 3. დაფინანსების პრინციპი

1. დაფინანსებისთვის გამოყოფილი თანხა თანაბრად ნაწილდება ამ წესის მე-2 მუხლით განსაზღვრული კატეგორიის სტუდენტებზე;
2. სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და ამ წესით გაცემული თანხის ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას (2250 ლარი).

მუხლი 4 . განცხადების წარდგენის ვადა

1. ამ წესის მე–2 მუხლით გათვალისწინებული სტუდენტები დაფინანსების მისაღებად განცხადებას მე-5 მუხლით განსაზღვრულ დოკუმენტებთან ერთად წარადგენენ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 2018 წლის 15 იანვრიდან 16 თებერვლის ჩათვლით.

მუხლი 5. პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტების მიერ წარმოსადგენ დოკუმენტთა ნუსხა

1. დაფინანსების მოსაპოვებლად სტუდენტებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ:
1.1 განცხადება;
1.2 საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
1.3 ნოტარიულად დამოწმებული დევნილის მოწმობის ასლი;
1.4 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
1.5 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი (2016 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხული სტუდენტებისთვის);
1.6 პირადი საბანკო ანგარიში.

LEAVE A REPLY

Please enter your comment!
Please enter your name here