ცხინვალის რეგიონიდან დევნილი სტუდენტები ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრნენ

ცხინვალის რეგიონიდან 30 იძულებით გადაადგილებული ახალგაზრდა ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში გაემგზავრა.

მოზარდები ბანაკში 5 დღეს გაატარებენ, სადაც მათთვის მომზადებულია საგანმანათლებლო-გასართობი პროგრამა – აქტივობები, ტრენინგები, სპორტული შეჯიბრებები, შეხვედრები საინტერესო პიროვნებებთან და ინტერაქტიული საუბრები.

პროექტი დევნილი ახალგაზრდობისთვის სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ახალგაზრდობის სააგენტოს თანამშრომლობით ხორციელდება ყოველ წელს.

30 სტუდენტი ანაკლიაში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის განათლების, ახალგაზრდობისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენლებმა გააცილეს.

Comments (0)
Add Comment