სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია, ახალგაზრდობის სააგენტოსთან თანამშრომლობით, 3 აგვისტოდან 7 აგვისტოს ჩათვლით, ცხინვალის რეგიონიდან დევნილ სტუდენტებს იწვევს ანაკლიის ახალგაზრდულ ბანაკში. 30 სტუდენტს შესაძლებლობა ეძლევა უფასოდ გაატაროს 5 დღე შავი ზღვის სანაპიროზე.
ბანაკი შექმნილია სტუდენტების აქტიური და ჯანსაღი დასვენებისთვის, სოციალური ინტეგრაციის ხელშეწყობისა და ჯანსაღი ცხოვრების წესის პოპულარიზაციისთვის.
ხუთდღიანი პროგრამა მოიცავს მრავალფეროვან აქტივობებს:
- საგანმანათლებლო და შემეცნებითი სესიები, სადაც სტუდენტები მიიღებენ ახალ ცოდნას;
- სპორტული აქტივობები, რათა იზრუნონ ფიზიკურ ჯანმრთელობაზე და მიიღონ მონაწილეობა გუნდურ თამაშებში;
- ძირითადი კომპეტენციების განვითარება – ტრენინგები და შეხვედრები, რომლებიც დაეხმარებათ გაიუმჯობესონ პიროვნული და პროფესიული უნარები.
შერჩევის წესი:
თუ მსურველთა რაოდენობა 30-ს გადააჭარბებს, შერჩევა განხორციელდება შემდეგი თანმიმდევრობით:
1. სტუდენტები, რომლებმაც სრული ზოგადი განათლება მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე;
2. სტუდენტები, რომელთა ოჯახებიც რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში;
3. სტუდენტები მრავალშვილიანი ოჯახებიდან;
4. დარჩენილ ადგილებზე (ასეთის არსებობის შემთხვევაში) შერჩევა მოხდება რეგისტრაციის გავლის რიგითობის მიხედვით.
მონაწილეობის მისაღებად აუცილებელია 2025 წლის 27 ივლისის 21 საათამდე შეავსოთ სარეგისტრაციო ფორმა მითითებულ ბმულზე.
საკონაქტო პირი: ნანა ხუცინაშვილი, ტელეფონი: 595958052.