წეროვნის დევნილთა დასახლებაში 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპული ძმები რომელაშვილების ხსოვნისადმი მიძღვნილი ტურნირი ჩატარდა – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი კარატეში.
ტურნირში მონაწილეობა მიიღო 100 მეტმა სპორტსმენმა – წეროვნიდან, მცხეთიდან, ძეგვიდან, თბილისიდან, დუშეთიდან, მჭადიჯვარიდან, მუხრანიდან, წილკნიდან.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი კარატეში ერგო 20 გამარჯვებულს – ჩემპიონს სხვადასხვა წონით კატეგორიაში (გოგონები და ბიჭები).
მეორე და მესამე ადგილებზე გასული სპორტსმენები დაჯილდოვდნენ მედლებითა და დიპლომებით.
ტურნირის გახსნას დაესწრნენ ძმები რომელაშვილების ოჯახის წევრები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი, ახალგორის მუნიციპალიტეტის გამგებელი გელა შერმანდინი და საკრებულოს თავჯდომარე თამაზ ბალაშვილი.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასი კარატეში და დიპლომები თამაზ ბესტაევმა სიმბოლურად ძმები რომელაშვილების ოჯახის წევრებს გადასცა.
ორგანიზატორი – საქართველოს კარატეს ფედერაცია და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.