შაუმიანის დევნილთა დასახლებაში მცხოვრები 22 მოსწავლე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის წარმომადგენლების თანხლებით, ქართული ხელოვნების ფუძემდებლის, ლადო გუდიაშვილის შემოქმედებას გაეცნო.
სკოლის მოსწავლეები თბილისში ქართველი მხატვრის სახელობის ფონდის საგამოფენო დარბაზში იმყოფებოდნენ. მათ ქაშვეთის ტაძარში გუდიაშვილის მიერ შესრულებული ღვთისმშობლის ფრესკა მოინახულეს და რუსთაველის თეატრის საგამოფენო დარბაზ ”ქიმერიონში” კედლის მხატვრობა დაათვალიერეს.
ღონისძიების ორგანიზატორია – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.