სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში გაიმართება ღონისძიება ქართული ენის დღესთან დაკავშირებით. კონკურსში მონაწილეობა მიიღო წეროვანის საჯარო სკოლის 14 -მა მოსწავლემ, მათგან შეირჩა 3 გამარჯვებული. გამარჯვებულებს და მონაწილეებს გადაეცემათ ფასიანი საჩუქრები.
ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე დაჯილდოვდებიან ლიტერატურულ კონკურსის გამარჯვებულები და მონაწილეები. ღონისძიებას დაესწრებიან ცნობილი ქართველი მწერლები. ჟიურის თავმჯდომარე იქნება ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის ხელმძღვანელი, პროფესორი ქალბატონი ნაირა ბეპიევი.
ღონისძიება გაიმართება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში 17 აპრილს, 15 საათზე.