სოფელ ნატახტარში ჩატარდა ოთხთა ტურნირი მინი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე.
მესამე ადგილისთვის გორის და წეროვნის ფეხბურთელთა გუნდები იბრძოდნენ. თამაში წეროვნის გუნდის გამარჯვებით დასრულდა – ანგარიშით 5:3. გუნდმა 3-მე ადგილი დაიკავა.
ფინალში ერთმანეთს ნატახტარის და კოდის ფეხბურთელები შეხვდნენ. მატჩში ნატახტარის გუნდმა გაიმარჯვა ანგარიშით 6:1. ფეხბურთელებს თასი გადაეცათ.
ჩემპიონი გუნდი და ტურნირის პრიზიორები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა დააჯილდოვა.