5 და 6 აპრილს რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა უმასპინძლა 64 დევნილ მოზარდს, რომლებიც დაესწრნენ ორი მწერლის – ერლომ ახვლედიანის „ვანო და ნიკო“-სა და ბერტოლდ ბრეხტის „დაკანონებული უკანონობა“-ს ნაწარმოების მიხედვით დადგმულ სპექტაკლებს.
მოზარდების სპექტაკლებზე დასწრება უზრუნველყვეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ, რუსთაველის ეროვნულმა თეატრმა, თიღვისა და ქურთის მუნიციპალიტეტებმა, რის შედეგადაც სურამში, დაბა აგარაში, ბერთის მეურნეობაში, საგურამოში, შავშვებში და თბილისში (არაკომპაქტურად) კომპაქტურ ჩასახლებებში მცხოვრებ მოზარდებს მიეცათ შესაძლებლობა ენახათ რეჟისორ რობერტ სტურუას სპექტაკლი „ვანო და ნიკო“ და რეჟისორების რობერტ სტურუასა და ნიკოლოზ ჰაინე-შველიძის ერთობლივი სპექტაკლი „დაკანონებული უკანონობა“.