ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული პირებისთვის უფასო ცეკვის კლასები გაიხსნა. ახალი წამოწყება – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციისა და ქორეოგრაფიულ ანსამბლ „ხევის“ ერთობლივი პროექტია.
კლასები „ხევის“ სტუდიის ბაზაზე იფუნქციონირებენ – ქალაქ გორში Hotel Georgia Gold-ის შენობასა (სტალინის გამზირი 26ა ) და ბერბუკის დევნილთა დასახლების მიმდებარედ სოფელ ხელთუბნის კლუბის შენობაში (2 კმ). მიღება 2024 წლის თებერვლიდან დაიწყო. მსურველები ქართულ ხალხურ ცეკვებს შეისწავლიან და სხვადასხვა ფესტივალში მიიღებენ მონაწილეობას.
სტუდიას გამოცდილი პედაგოგი – ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლ “ნართების” ყოფილი მოცეკვავე, „ქორეოგრაფთა კავშირის“ დამსახურებული ქორეოგრაფი რამაზ შიოშვილი უძღვება.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა და სტუდიის ხელმძღვანელმა რამაზ შიოშვილმა ამ პროექტის დეტალები განიხილეს.
აღინიშნა, რომ ანსამბლ “ხევის” წარმატებულ დევნილ მოცეკვავეებს მოღვაწეობა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურ ანსამბლ “ნართებში” შეეძლებათ.