საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად საქართველოს მთავრობა ყველაფერი გააკეთა, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო, – ამის შესახებ შსს-ს წარმომადგენელმა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა ჟურნალისტებს ერგნეთში განუცხადა.
როგორც ალექსანდრე ხოჯევანიშვილი აცხადებს, არჩილ ტატუნაშვილის საქმესთან დაკავშირებით შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება.
„საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ და მთლიანად საქართველოს მთავრობა ყველაფერი გააკეთა, რათა არჩილ ტატუნაშვილის ცხედრის გადმოსვენება მომხდარიყო. შსს-ში მიმდინარეობს გამოძიება ამ ყველასთვის საზარელი ფაქტის გამოძიება. გამოძიების ფარგლებში არჩილ ტატუნაშვილის სხეულს ექსპერტიზა ჩაუტარდება, რის შემდგომაც მოხდება მისი გადასვენება საკუთარ სახლში. ჩვენი მიზანია, რომ აღნიშნული ფაქტის გამოძიება მოხდეს სრულყოფილად, გამოვლინდეს დამნაშავეთა ჯგუფი და მოხდეს მათი დასჯა”, – განაცხადა ალექსანდრე ხოჯევანიშვილმა.