სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია „თბილისობა 2023“ დღესასწაულს უერთდება


30 სექტემბერს, 13:30 საათზე, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია აღნიშნავს „თბილისობა-2023-ს“ გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმის “ოსურ სახლში”.

ადგილზე წარმოდგენილი იქნება ოსური ტრადიციული ლუდი და მასთან დაკავშირებული ტრადიციის ინსცენირება, დამზადდება ოსური კერძები, მოეწყობა საგამოფენო სივრცე, შესრულდება ოსური და ქართული ხალხური სიმღერები და მელოდიები.

დასწრება თავისუფალია!

მისამართი: თბილისი, კუს ტბის ქუჩა, გ. ჩიტაიას სახელობის თბილისის ეთნოგრაფიული მუზეუმი ღია ცის ქვეშ.

Comments (0)
Add Comment