29 ნოემბერს, 18.00 საათზე საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში (ლ. გუდიაშვილის #7) აღინიშნება ანსამბლ „ლიახვის“ ლოტბარის, ქორმექსტერის დავით ელბაქიძის 70 წლის იუბილე.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ინიციატივითა და ხელშეწყობით 2007 წელს ჩამოყალიბდა სიმღერისა და ცეკვის სახელმწიფო ანსამბლი ,,ნართები”, სადაც ანსამბლმა „ლიახვმა”, რომელიც იძულებული იყო დაეტოვებინა ცხინვალი, გააგრძელა მოღვაწეობა დავით ელბაქიძის ხელმძღვანელობით, კონცერტმეისტერ მანანა ელბაქიძესთან ერთად, როგორც ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა.
დავით ელბაქიძემ აღადგინა და გადაამუშავა ლილვაკებზე ჩაწერილი ოსური და ქართული უნიკალური ფოლკლორული ნიმუშები. დავით ელბაქიძე აგრძელებს მოღვაწეობას არაერთი საინტერესო ნიმუშის კვლევისა და აღდგენის მიმართულებით.