ზაურ კალოევის სახელობის ტურნირში მონაწილეობა მიიღო 8 გუნდმა, რომელიც დაკომპლექტებულ იქნა დევნილი და არა დევნილი ბავშვებით.
გუნდები განაწილდნენ ორ ჯგუფში: ა-ჯგუფი წარმოდგენილ იქნა ახალგორი-1, წილკანის, მცხეთისა და ნატახტარის გუნდებით, ხოლო ბ-ჯგუფი – ახალგორი-2, ქარელის, კოდისა და გორის გუნდებით.
ა-ჯგუფის ¼ ფინალში ერთმანეთს შეეჯიბრნენ „ახალგორი-1“ და „წილკანი“, რაც ბოლო გუნდის გამარჯვებით დასრულდა – 1:5.
ასევე ა-ჯგუფში გაიმართა თამაში „მცხეთისა“ და „ნატახტარის“ გუნდებს შორის, რომელიც დასრულდა ანგარიშით 2:5.
ნახევარფინალში (1/2) გავიდა „წილკანი“ და „ნატახტარი“, თამაში 6:1 დასრულდა.
ბ-ჯგუფის თამაშის შედეგი კი ასე გამოიყურება:
1/4 ფინალი ბ-ჯგუფი
„ქარელი“ – „ახალგორი-2“ – 4:2
„გორი“ – „კოდა“ – 6:1
1/2 ფინალი
„გორი“ – „ქარელი“ – 7:2
მოგვიანებით გაიმართა მატჩი მე-3 ადგილისთვის, სადაც „ნატახტარმა“ მოუგო ქარელის გუნდს ანგარიშით 7:4.
“საფეხბურთო შეჯიბრი წარმატებით წარიმართა”, – ამის შესახებ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტმა სერგო გაბელაიამ განაცხადა. მისი თქმით, ტურნირის ფინალი გაიმართება 19 ნოემბერს 13.00 საათზე სოფელ ნატახტარში. მოედანზე ერთმანეთს დაუპირისპირდებიან გუნდები „გორი“ და „წილკანი“.
შეგახსენებთ, რომ ზაურ კალოევის სახელობის ტურნირი სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მხარდაჭერით ტარდება.