სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მიღების პირობები

2022 წელს საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2022 წლის 9 აგვისტოს #419 დადგენილებით ( https://matsne.gov.ge/ka/document/view/5542051?publication=0 ).


იმ პირებმა, რომლებიც თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე, სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტის მისაღებად უნდა გადადგან შემდეგი ნაბიჯები:


1. ერედვის, თიღვის, ახალგორის ან ქურთის მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აიღონ ცნობა იმის შესახებ, რომ თავიანთ ოჯახებთან ერთად, 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე.


2. მუნიციპალიტეტის გამგეობიდან აღებული ცნობა განცხადებასთან (მისაღებია ხელნაწერი სახით) და პირადობის მოწმობასთან ერთად წარადგინონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში მისამართზე ქ. თბილისი ქავთარაძის ჩიხი 1. დოკუმენტაციის წარდგენა შესაძლებელია ასევე გორში (სტალინის ქუჩა 16, საკონტაქტო პირი ნანა ხუცინაშვილი, ტელ.: 595958052) და კოდაში (საკონტაქტო პირი მარინე ქრისტესიაშვილი ტელ.: 595958067). სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია 5 სამუშაო დღეში მოამზადებს ცნობას იმის შესახებ, რომ განმცხადებელი 2008 წლის 7 აგვისტომდე მუდმივად ცხოვრობდა ოკუპირებულ ტერიტორიაზე.

3. 2022 წლის 12 სექტემბრიდან 30 სექტემბრის 18 საათამდე გააკეთონ განაცხადი განათლების საინფორმაციო სისტემის პორტალზე, რომლის ელექტრონული მისამართია http://socreg.mes.gov.ge/login/ და აქვე ატვირთონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის მიერ გაცემული ცნობა.

განაცხადის შევსების დეტალური ინსტრუქცია განთავსებულია ზემოთ აღნიშნულ პორტალზე.

Comments (0)
Add Comment