29 მაისს სოფელ ნატახტარში ჩატარდა ოთხთა ტურნირი ფეხბურთში სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თასზე.
მესამე ადგილისთვის ერთმანეთს შეხვდნენ კოდისა და ქარელის რ-ის ახალსოფლის გუნდები. ანგარიშით 6:1 გაიმარჯვეს კოდის ფეხბურთელებმა და დაიკავეს მესამე ადგილი.
ფინალში ერთმანეთს შეხვდნენ წეროვნისა და ნატახტარის გუნდები. ანგარიშით 2:1 გაიმარჯვა წეროვნის გუნდმა და დაეუფლა თასს.
ჩემპიონი გუნდი დააჯილდოვა ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსმა ომარ ხუბაევმა.