ჯანდაცვისა და სოცუზრუნველყოფის სამსახურის ანგარიში საქართველოს პარლამენტს: მდგომარეობა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში

ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის ერთობლივ სხდომაზე ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები და დევნილობაში მყოფი თანამოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის სფეროში არსებულ მდგომარეობასთან დაკავშირებით გაცემული რეკომენდაციების შესრულების შესახებ ინფორმაცია მოისმინეს.

ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამსახურის უფროსმა თამაზ ბესტაევმა ისაუბრა დევნილი მოსახლეობისათვის, საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიებზე და ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები მოსახლეობისათვის 2021 წელს გაწეული სამედიცინო მომსახურების შესახებ.

სხდომაზე ყურადღება დაეთმო ასევე საქართველოს პარლამენტის ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის და ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის და დეოკუპაციის საკითხებთან დაკავშირებული დროებითი კომისიის 2021 წლის 30 ივნისის გაერთიანებული სხდომის გადაწყვეტილებების შესრულების მიმდინარეობის საკითხს.

დეპუტატებმა მოისმინეს ინფორმაცია არსებული პრობლემებისა და მათ გადასაწყვეტად საჭირო ღონისძიებების გატარების შესახებ. კანონმდებლებთან ერთად სხდომის მუშაობაში მონაწილეობდნენ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის უმაღლესო საბჭოს თავმჯდომარე, ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ადმინისტრაციის და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლები.

 

Comments (0)
Add Comment