ცხინვალის რეგიონიდან იძულებით გადაადგილებული სტუდენტების სწავლების დაფინანსება

2020 წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა  დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის №02/1 ბრძანებით დამტკიცებული სტუდენტების სწავლების დაფინანსების წესით. ამ წესის შესაბამისად დაფინანსება შეიძლება მოიპოვოს ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქიდან დევნილმა სტუდენტმა, რომელმაც ვერ მოიპოვა სასწავლო გრანტის სრული ოდენობა, არ სწავლობს იმ პროგრამულ მიმართულებაზე, რომელსაც სრულად აფინანსებს სახელმწიფო, 2019 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში  ან ჩაირიცხა 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პირველ წელს ყველა საგანში მიღებული აქვს შეფასების 91-100 ქულა – (A) ფრიადი.

სტუდენტის მიერ მოპოვებული სახელმწიფო სასწავლო გრანტისა და ამ წესით გაცემული თანხის ჯამი არ შეიძლება აღემატებოდეს სახელმწიფო სასწავლო გრანტის მაქსიმალურ ოდენობას (2250 ლარი).

დაფინანსების მისაღებად სტუდენტებმა 2020 წლის 30 იანვრამდე სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარმოადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება;
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობა (დედანი);
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
  • საგამოცდო ნომერი;
  • პირადი საბანკო ანგარიში.

 

 

Comments (0)
Add Comment