კოსტა ხეთაგუროვის 160 დაბადების დღესთან დაკავშირებით საიუბილეო საღამო გამართა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურმა. ღონისძიების პირველ ნაწილში გამოფენა-გაყიდვა და კლასიკური მუსიკის კონცერტი გაიმართა.
ხოლო საიუბილეო საღამოს ძირითადი ნაწილი დაეთმო ნართების ეპოსის ეპიზოდებს, რომლებიც წარმოადგინეს ცხინვალის, სოხუმის და “თავისუფალი თეატრის” მსახიობებმა. ღონისძიებაზე გაჟღერდა ხეთაგუროვის პოეზია, ასევე – ლირიული დისკურსი კოსტას შემოქმედებაზე. ისაუბრეს ქართულ ფილმ “ფატიმაზე”, რომელიც კოსტას პოემის მიხედვით არის გადაღებული.
საღამოზე გაჟღერდა ოსური და ქართული ხალხური სიმღერები.
ვაჟთა ვოკალურმა ანსამბლმა “ნართები” (“ლიახვი”) ოსურ ენაზე
სიმღერები შეასრულა, მათ შორის განახლებული ჟღერადობით “დოდოი”.
საიუბილეო საღამო დაასრულა სიმღერისა და ცეკვის ანსამბლ “ნართებმა” ფეერიული ცეკვით ოსური “სომდი” შეჯიბრით.
ხვალ, 15 ოქტომბერს, კოსტაობის აღნიშვნა სახალხო ზეიმით გაგრძელდება სოფელ არეშფერანში.
VIDEO: