არქეოლოგიურ გათხრებში და სხვადასხვა კულტურულ-შემეცნებით აქტივობებში მიიღებენ მონაწილეობას ცხინვალის რეგიონიდან დევნილი ბავშვები, რომლებიც გაემგზავრნენ 5 დღიან ექსპედიციაში სოფელ ყვარელში (ბანაკში).
ექსპედიცია განლაგებულია ეროვნული მუზეუმის არქეოლოგიურ ბაზაზე.
პროექტი ხორციელდება საქართველოს ეროვნულ მუზეუმის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ურთიერთთანამშრომლობის საფუძველზე.