სოციალური პროგრამის ფარგლებში სტუდენტთა დაფინანსება

მიმდინარე წელს საქართველოს უმაღლეს სა­განმანათლებლო დაწესებულებებში ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე აკრედიტებულ უმაღლეს საგანმანათლებლო პროგრამებზე ჩარიცხულ სტუდენტთა სოციალური პროგრამის ფარგლებში სახელმწიფო სასწავლო გრანტით დაფინანსების ოდენობა და პირობები განისაზღვრა საქართველოს მთავრობის 2019 წლის 20 აგვისტოს N401 დადგენილებით.

სტუდენტებმა, რომლებიც ბოლო ორი წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე სტუდენტებმა, რომლებიც 2008 წლის 7 აგვისტომდე ბოლო ერთი წლის განმავლობაში სწავლობდნენ ოკუპირებულ ტერიტორიაზე დაფინანსების მისაღებად განცხადებით უნდა მიმართონ სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას. განცხადების წარდგენის ბოლო ვადა – 30 სექტემბერი, 2019 წ., 17 საათი.

 

განცხადებას უნდა ერთვოდეს შემდეგი დოკუმენტაცია:

 

  1. პირადობის მოწმობის ასლი
  2. სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტის (ატესტატის) ასლი

 

 

 

Comments (0)
Add Comment