სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელშეწყობით 23 ივლისს ქუთაისში, გიორგი კვინიტაძის სახელობის კადეტთა სამხედრო ლიცეუმში, პროგრამა „მომავლის ბანაკი“-2019 ფარგლებში, ბავშვთა და ახალგაზრდობის ეროვნული ცენტრის ,,რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკში” ოკუპირებული ცხინვალის რეგიონად დევნილი 13 დან 18 წლამდე ასაკის 50 მოსწავლე გაემგზავრა.
„რობოტექნიკის საზაფხულო ბანაკი“ არის ერთ-ერთი პირველი მასშტაბური პროფილური ბანაკი, სადაც ახალგაზრდებს საშუალება აქვთ პრაქტიკულ-ლაბორატორიული პროექტების განხორციელებით გაიუმჯობესონ კვლევითი უნარები.
ბანაკი არაფორმალური განათლების მეთოდოლოგიით ხორციელდება და პროგრამა დატვირთულია მრავალფეროვანი აქტივობებით, რომლებიც მორგებულია მონაწილეთა ინტერესებსა და ასაკზე. მოსწავლეები ქუთაისიდან 6 აგვისტოს დაბრუნდებიან.