სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია იზიარებს საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პოზიციას, ანტალიაში სპორტულ შეკრებაზე მყოფი ქართული საფეხბურთო კლუბის „ცხინვალის“ ფეხბურთელების დაკავებასთან დაკავშირებით. აქვე დავძენთ, რომ ცხინვალის „ცხინვალი“ წლების განმავლობაში სარგებლობს შეუბღალავი რეპუტაციით.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გმობს ყოველგვარ კანონსაწინააღმდეგო მოქმედებას და ინფორმაციის დადასტურების შემთხვევაში, მიიღებს შესაბამის ზომებს კანონდამრღვევ პირებთან დაკავშირებით.