თსუ-ს ქართულ-ოსური ურთიერთობების სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის კონფერენცია “ქართულ-ოსური ურთიერთობები: ისტორია და თანამედროვეობა” ამ წუთებში მიმდინარეობს ივ.ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.
ღონისძიება ეძღვნება აკადემიკოსებს გიორგი ახვლედიანსა და ვასილ აბაევს. კონფერენციას ესწრებიან მეცნიერები, პოლიტოლოგები ჩრდილოეთ ოსეთიდან, რუსეთიდან, იტალიიდან, თურქეთიდან და სხვა ქვეყნებიდან. ასევე საქართველოს მთავრობის წევრები, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და თანამშრომლები.
დიმიტრი სანაკოევის განცხადებით, მსგავსი შეხვედრები მხოლოდ აღრმავებს ქართულ-ოსურ ურთიერთობებს.
“ოსი ეროვნების საქართველოს მოქალაქეები უნდა გრძნობდნენ საკუთარ თავს საქართველოს საზოგადოების წევრებად და ჩვენ უნდა ვხელმძღვანელობდეთ ისეთი ხალხის მაგალითებიდან, როგორებიც იყვნენ ვასო აბაევი და გიორგი ახვლედიანი”, – განაცხადა სანაკოევმა.