განცხადება სტუდენტთა სწავლის დაფინანსების შესახებ

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის 2019 წლის 8 იანვრის №04/1 ბრძანების შესაბამისად, მიმდინარე წლის 15 თებერვლის ჩათვლით სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში სტუდენტთა სწავლის დაფინანსების მიზნით მიიღება იმ იძულებით ადგილნაცვალ სტუდენტთა განცხადებები, რომლებიც 2018 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე ჩაირიცხნენ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში, ასევე, იმ სტუდენტების, რომლებიც ჩაირიცხნენ 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგების საფუძველზე და უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლების პირველ წელს ყველა საგანში მიღებული აქვთ შეფასება 91-100 ქულა – (A) ფრიადი.

დაინტერსებულმა პირებმა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციაში უნდა წარადგინონ შემდეგი დოკუმენტები:

  • განცხადება (ივსება ადგილზე, აუცილებელია საგამოცდო ნომრის მითითება);
  • საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის ასლი;
  • დევნილის მოწმობის ასლი დედანთან ერთად;
  • უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სტუდენტობის დამადასტურებელი ცნობა;
  • პირადი საბანკო ანგარიში;
  • 2017 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგებით ჩარიცხულმა სტუდენტებმა ასევე უნდა წარმოადგინონ უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების მიერ გაცემული სასწავლო ბარათი.

 

 

მისამართი:  ქ. თბილისი, პეტრე ქავთარაძის I ჩიხი. ტელ.:  595958052;   595958067

ქ. გორი, სტალინის ქუჩა 16.                     ტელ.:  599 951607;  599649294

Comments (0)
Add Comment