სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია და ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ქართულ-ოსურ ურთიერთობათა სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი ოსური ენის დღესთან დაკავშირებით 2018 წლის 15 მაისს ჩაატარა ლიტერატურული კონკურსი.
კონკურსი ჩატარდა შემდეგ სექციებში:
- მხატვრული კითხვა;
- კარნახით წერა (ოსური ტექსტი);
- ოსურ ენაზე დაწერილი მხატვრული ნაწარმოები (მოთხრობა, ლექსი, ნოველა და სხვ.);
- მოკლე ტექსტის თარგმნა (ქართულიდან – ოსურად, ან – პირიქით);
- ცეკვა, სიმღერა.
კონკურსში მონაწილეები და გამარჯვებულები დაჯილდოვდნენ სამახსოვრო საჩუქრებითა და სიგელებით.
ღონისძიებაზე მოწვეულნი იყვნენ საზოგადო მოღვაწეები და მთავრობის წარმომადგენლები.