ანსამბლი “ახალი თაობა” მოზარდთა ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის XVII კონკურს-ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ლაურეატი გახდა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა წეროვნის ბავშვთა ფოლკლორულმა ანსამბლმა „ახალი თაობა“ მონაწილეობა მიიღო საქართველოს რესპუბლიკურ ბავშვთა და მოზარდთა ფოლკლორისა და კლასიკური მუსიკის XVII კონკურს-ფესტივალის „იპოვე შენი ვარსკვლავი“ გალა-კონცერტში.

აღნიშნულ კონკურს-ფესტივალში ანსამბლი გახდა ლაურეატი – მოიპოვა პირველი ადგილი და დაჯილდოვდა სიგელებით, ხელმძღვანელები კი დავით გაჩეჩილაძე და დოდო კახნიაშვილი – დიპლომებითა და ოქროს მედლებით.

ანსამბლმა, ბავშვთა კოლექტივებს შორის, პირველად საქართველოში შეასრულა ოსური ხალხური სიმღერა და ოსური მელოდიების პოპური – ხალხურ საკრავებზე.

ფესტივალ-კონკურსში „იპოვე შენი ვარსკვლავი“ ანსამბლ „ახალი თაობის“ ჩართულობა სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციამ უზრუნველყო. ღონისძიებას, რომლის ორგანიზატორია „საქართველოს პროფკავშირული კულტურულ-საგანმანათლებლო დაწესებულებების შემოქმედთა კავშირი“, დაესწრნენ ადმინისტრაციის კულტურის სამსახურის წარმომადგენლები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია