1. იძულებით გადაადგილებულ პირთა, დევნილთა ერთჯერადი სოციალური დახმარება (ოჯახის სოციალური მდგომარეობის სიმძიმის მიხედვით)
წარმოდგენილ უნდა იქნეს შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
2. 2008 წლის აგვისტოს ომის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახებზე – ერთჯერადი სოციალური დახმარება 300 (სამასი) ლარი
- განცხადება;
- პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- პირის გარდაცვალების მოწმობის ასლი;
- გარდაცვლილი პირის ოჯახის წევრად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტი;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
3. მრავალშვილიან ოჯახებზე (ოთხი და მეტი შვილი) – თითოეულ არასრულწლოვანზე ერთჯერადი სოციალური დახმარება 100 (ასი) ლარი
- განცხადება;
- მშობლის (მშობლების) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (მოქალაქის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი);
- დახმარების მიმღები პირის მოქალაქის პირადობის ან/და დაბადების მოწმობის ასლი;
- მშობლად ყოფნის ფაქტის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;
- დახმარების მაძიებელი პირის დევნილობის მოწმობის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან/და შესაბამისი უწყების მიერ გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს პირის ოკუპირებულ ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილების ფაქტს;
- განმცხადებლის სახელზე შესაბამისი საბანკო რეკვიზიტები.
4. სტიქიური მოვლენებისა და სხვა საგანგებო/უბედური სიტუაციების შედეგად
დაზარალებული იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა ოჯახებზე, გაიცეს
ერთჯერადი ფულადი დახმარება დამდგარი ზიანის მიხედვით. წარმოადგენილ
უნდა იქნას შემდეგი სახის დოკუმენტაცია:
- განცხადება;
- პირადობის მოწმობის ასლი;
- იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილობის მოწმობის ასლი;
- სტიქიური მოვლენის ან სხვა საგანგებო/უბედური სიტუაციის ფაქტის
- დამადასტურებელი დოკუმენტაცია, რომელიც გაცემულია უფლებამოსილი ორგანოს
მიერ (მათ შორის, სახანძროსამაშველო სამსახური, შინაგან საქმეთა სამინისტროს
სხვა ორგანოები).
5. სამედიცინო დიაგნოსტიკური გამოკვლევები
38 სახის გამოკვლევა (მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (მრტ), კომპიუტერული ტომოგრაფია (კტ), ულტრაბგერითი კვლევები და სხვა). გამოკვლევები ხორციელდება ქ. თბილისის კ.ერისთავის სახ.ქირურგიის ეროვნული
ცენტრში მოქალაქეთა მიერ წარმოდგენილი შემდეგი დოკუმენტაციის საფუძველზე:
- განცხადება;
- განმცხადებლის პირადობის მოწმობის ან პასპორტის ასლი;
- განმცხადებლის დევნილობის მოწმობის ასლი;
- ფორმა 100.