ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლი „ნართები“ “გორის დღისადმი” მიძღვნილ კონცერტზე მაყურებლის წინაშე ოსურ-ქართული სრული პროგრამით წარსდგა.
„სიმდი“, „ხონგა“, „ქართული“, „ყაზბეგური“, “აჭარული”, “ქალთა ცეკვა”, “აფხაზური” – ეს და სხვა ცეკვა შესრულდა ანსამბლის მოცეკვავეების მიერ.
ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა და მუსიკოსებმა კი არაერთი ოსური და ქართული სიმღერა და მუსიკალური ნომერი შეასრულეს – “დოდოი” (კინოფილმიდან “ფატიმა”), “მრავალჟამიერ”, “ჩემო კარგო ქვეყანა” და სხვა, რამაც არაერთხელ მაყურებლის ოვაცია და მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია.
გორში ქალაქის სახალხო დღესასწაული „გორის დღე-2024“ 13 ოქტომბერს აღინიშნა. ღონისძიებას ტრადიციულად სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია შეუერთდა.