ანსამბლი „ნართები“ სახალხო ზეიმში „დიდგორობა-2024“ მაყურებლის წინაშე წარსდგა

სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციასთან არსებულმა ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიურმა ანსამბლმა „ნართები“ სახალხო ზეიმში „დიდგორობა-2024“ მიიღო მონაწილეობა.

ღონისძიების ფარგლებში გაიმართა კონცერტი, სადაც „ნართებმა“ სამი ცეკვა – „ქართული“, „ხორუმი“ და „ფარიკაობა“ – წარადგინეს.

სახალხო დღესასწაული „დიდგორობა 2024“ თეთრიწყაროს მუნიციპალიტეტში იმართება. დიდგორის ველზე მოეწყო საგამოფენო და ბავშვთა სივრცეები, გაიმართა ქართული საბრძოლო ხელოვნების საჩვენებელი წვრთნა და სხვადასხვა სპორტული აქტივობა.

მაყურებელმა იხილა თეატრალიზებული პერფორმანსი “ჟამი იგი”, სადაც დავით აღმაშენებლის ეპოქა გაცოცხლდა.

ღონისძიების რეჟისორი – სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის წარმომადგენელი თამარ ხიზანიშვილია.

დიდგორობა სახალხო დღესასწაულია, რომელიც ტარდება 12 აგვისტოს, 1121 წელს მომხდარ დიდგორის ბრძოლაში ქართველთა გამარჯვების აღსანიშნავად.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია