ოკუპირებულ  რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების სკოლისშემდგომი მომზდების პროგრამაზე   ჩარიცხვა

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის  მინისტრის 2019  წლის 4 მარტის №43/ნ ბრძანების შესაბამისად მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან  იწყება ოკუპირებულ  რეგიონში მცხოვრები აბიტურიენტების სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზდების პროგრამაზე ჩასარიცხად განაცხადების მიღება.

ზემოაღნიშნული ბრძანების შესაბამისად:

  • სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზდების პროგრამაზე  ჩარიცხვის უფლება აქვთ საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრებ პირებს, რომლებიც ბოლო 2 წლის განმავლობაში სწავლობდნენ და სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი მიიღეს ოკუპირებულ ტერიტორიაზე არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებაში და რომელთა სრული ზოგადი განათლება აღიარებულია საქართველოს განათლების, მეცნიერების და ახალგაზრდობის სამინისტროს მიერ დადგენილი წესით.
  •  სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზდების პროგრამაზე  ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების საფუძველია პირის განცხადება (განცხადების ფორმა იხილეთ აქ) სკოლისშემდგომი განათლებისათვის მომზდების პროგრამაზე   ჩარიცხვისა და დაფინანსების უფლების მინიჭების თაობაზე, რომელიც ელექტრონული ფორმით წარედგინება სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციას მიმდინარე წლის 1 აგვისტოდან  5 სექტემბრამდე.
  • განცხადება უნდა მოიცავდეს ბენეფიციარის შესახებ შემდეგი სახის ინფორმაციას:
    • სახელი, გვარი;
    • პირადი ნომერი;
    • საცხოვრებელი ადგილის (ფაქტობრივი) მისამართი;
    • პროგრამის განმახორციელებელი  საჯარო სამართლის იურიდიული პირი-უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება
    •  უმაღლესი საგანმანათლებლო პროგრამის დასახელება, რომელზეც სურს სწავლის გაგრძელება  პროგრამის დასრულების შემდეგ;
    • სჭირდება თუ არა საერთო საცხოვრებელი;
    • ბენეფიციარის თანხმობას მის შესახებ მონაცემთა ამ წესით განსაზღვრული მიზნებით დამუშავებასთან დაკავშირებით.
    • განცხადებას პირმა უნდა დაურთოს საქართველოს მოქალაქეობის ან/და პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი.

განაცხადის ფორმის შესავსებად მიყევით ბმულს

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია