რუსთაველის ეროვნულ თეატრში ანსამბლ “ნართების” სოლო კონცერტი გაიმართა (VIDEO)

შოთა რუსთაველის სახელობის ეროვნულ თეატრში ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის “ნართები” სოლო კონცერტი გაიმართა.

სცენაზე ერთმანეთს ოსური და ქართული ცეკვები ცვლიდნენ: “ხონგა”, “ქართული”, “ხორუმი”, “აჭარული”, “აფხაზური”, “სიმდი” და სხვა.

ანსამბლის ვაჟთა ვოკალურმა ჯგუფმა და მუსიკოსებმა არაერთი ოსური და ქართული სიმღერა და მუსიკალური ნომერი შეასრულა – “დოდოი” (კინოფილმიდან “ფატიმა”), “მრავალჟამიერ”, “ჩემო კარგო ქვეყანა” და სხვა, რამაც არაერთხელ მაყურებლის ოვაცია და მქუხარე აპლოდისმენტები გამოიწვია.

სოლო კონცერტის დასასრულს, ქართულ-ოსურ ურთიერთობებში ნაყოფიერი წვლილის შეტანისთვის და მათი განმტკიცებისთვის სიგელები გადაეცათ საქართველოს დამსახურებულ არტისტს, ანსამბლ “ნართების” იდეის ავტორსა და სულისჩამდგმელს ბ-ნ ომარ ხუბაევს, ანსამბლის სამხატვრო ხელმძღვანელს და დირექტორს ბ-ნ გოგიტა თათულაშვილს, ქორეოგრაფ-რეპეტიტორს დათო კალანდაძეს, ანსამბლის ლოტბარს ბ-ნ დავით ელბაქიძეს, ანსამბლ “ნართებს” და მის თითოეულ წევრს.

ღონისძიებას სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის, საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს, საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების დეპარტამენტის, საქართველოს სახალხო დამცველის აპარატის და ცხინვალის საზოგადოების წარმომადგენლები დაესწრნენ.

ღონისძიების ორგანიზატორები – ანსამბლი “ნართები”, საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტრო, ქალაქ თბილისის მერია, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია