სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი და მცხეთის მერი წეროვანში ზარალის დამდგენი კომისიის მუშაობის შედეგებს გაეცნნენ

წეროვანში, 2008 წლის ომის შედეგად იძულებით გადაადგილებული მოქალაქეების კომპაქტურ დასახლებაში, შედგა მცხეთის მუნიციპალიტეტის მერის დიმიტრი ზურაბიშვილის და სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელის თამაზ ბესტაევის შეხვედრა ადგილობრივ მუნიციპალიტეტების ხელმძღვანელებთან.

შეხვედრაზე განიხილეს ზარალის დამდგენი კომისიის მუშაობის შედეგები.

ასევე 27 მაისს, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის რეგიონებთან ურთიერთობის დეპარტამენტის უფროსი, მცხეთა-მთიანეთის სახელმწიფო რწმუნებული, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად, რეგიონებში სტიქიის შედეგებს გაეცნნენ.

ძლიერი წვიმისა და უხვი ნალექის შედეგად, წეროვნის დევნილთა კომპაქტური დასახლება დაიტბორა. წყალი შევარდა საცხოვრებელ სახლებში. დატბორილია ეზოები, გზები და სავარგულები.

Leave A Reply

Your email address will not be published.

საკონტაქტო ინფორმაცია