სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელი თამაზ ბესტაევი და კულტურისა და სპორტის სამსახურის თანამშრომლები კოდაში დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას დაესწრნენ. სადღესასწაულო კონცერტი კოდის დევნილთა კომპაქტური ჩასახლების კულტურის ცენტრის ორგანიზებით გაიმართა.
ცენტრის ქორეოგრაფიულმა ანსამბლებმა „ჯვარულმა“ და „იმედმა“ შეასრულეს ქართული ხალხური ცეკვები: მთიულური“, „აჭარული“, „ქალთა ცეკვა“, „ქართული“ და სხვა.
ვოკალურმა ჯგუფებმა „სხივებმა“ და „ვარსკვლავებმა“ შეასრულეს სიმღები „ყველაფერი შენით იყო“, „დედა“, „საქართველოს მანანებო“ და სხვა. ასევე მრავალშვილიანმა დედებმა შვილებთან ერთად შეასრულეს სიმღერა „დედა, დედიკო“.
სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა თამაზ ბესტაევმა ქალბატონებს დედის დღე მიულოცა და უსურვა, რომ ეს დღესასწაული უახლოეს მომავალში ცხინვალში აღენიშნოთ. მან დედის დღის აღსანიშნავად, დევნილ პედაგოგებს თაიგულები მიართვა.
ღონისძიებას ასევე დაესწრნენ ერედვის მუნიციპალიტეტის გამგებელი ოთარ ცოტნიაშვილი, პარტია „ქართული ოცნების“ შიდა ქართლის „ქალთა ორგანიზაციის“ თავმჯდომარე თამარ მურალოვა, ორგანიზაცია „სათემო განათლების ცენტრის“ წარმომადგენელი მადონა ოქროპირიძე, კოდის ვასილ ბარნოვის სახელობის საჯარო სკოლის დირექტორი ლალი შიხიაშვილი და შაუმიანის საჯარო სკოლის დევნილი პედაგოგები.
[envira-gallery id=”7396″]