ახალ წელს გორში მცხოვრები 30 დევნილი ბავშვი სპექტაკლს „საშობაო ზღაპარი“ დაესწრო. ბილეთები სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურს გორის მერიამ გადასცა.
გორის ღონისძიებას დაესწრნენ 16 წლამდე ბავშვები მრავლაშვილიანი და სოციალურად დაუცველი ოჯახებიდან.
სპექტაკლის ბოლოს ბავშვებს საახალწლო საჩუქრები დაურიგეს, ასევე გასართობ ატრაქციონებზე უფასო დასწრების ბილეთები.