სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის კულტურისა და სპორტის სამსახურის უფროსს, ხალხური სიმღერისა და ცეკვის აკადემიური ანსამბლის „ნართები“ კონსულტანტს ომარ ხუბაევს ცერემონიალზე „ქორეო მეგა-2023“ ღირსების რაინდის წოდება მიენიჭა.
ეს წოდება, მედალი და დიპლომი მას „ქართველი ხალხის და ქართული კულტურის წინაშე ვალდებულებების ღირსეულად შესრულებისთვის“ გადაეცა.
![](https://soa.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/xubaevi-1024x840.jpg)
საქართველოს ხელოვნებისა და კულტურის აკადემიური დაჯილდოება „მეგას“ ისტორიაში, პირველად ჩატარდა ფოლკლორული ანსამბლების დაჯილდოება.
წარდგენილი იყო 5 ნომინაცია, მათ შორის 3 – გადაეცა ომარ ხუბაევს, თამაზ მოსიას და უჩა დვალიშვილს.
საუკეთესო ქორეო-სპექტაკლისთვის ჯილდო გადაეცა სპექტაკლ „ფარნავაზიანის“ დამდგმელ გია ფილიშვილს.
საუკეთესო ქორეო-პედაგოგად კი ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ანსამბლის „ცისკარი“ ხელმძღვანელი რომეო ბულია დასახელდა.
გამოვლინდა ასევე 10 საუკეთესო ფოლკლორული ცეკვის ანსამბლი საქართველოს ყველა რეგიონიდან.
აღვნიშნავთ, „მეგას“ დაჯილდოება 2023 წელს 24-ჯერ ჩატარდა. ღონისძიების ორგანიზატორი – „მეგას“ დამაარსებელი ბესო ჩუბინიძე.
![](https://soa.gov.ge/wp-content/uploads/2023/11/405378420_1510071426447240_4634723643445327697_n-768x1024.jpg)