ზაურ კალოევის სახელობის ტურნირის ფინალი 26 ოქტომბერს გაიმართება.
22 ოქტომბერს კი სოფელ ნატახტარში გაიმართა ზაურ კალოევის ტურნირის ჯგუფური თამაშები, სადაც მონაწილეობდნენ 2011-2012 წლებში დაბადებული დევნილი და არადევნილი ბავშვები – გუნდები: „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა), „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი), „ლიახვი“ აჩაბეთი, ახალგორის „ქსანი“, ახალგორის „ლომისი“, წილკანის და ნატახტარის გუნდები.
ა ჯგუფში მონაწილეობა მიიღეს გუნდებმა: ლიახვის „აჩაბეთი“, ახალგორის „ქსანი“, ნატახტარის „ნატახტარი“, წილკანის „წილკანი-1“.
თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:
ნატახტარის „ნატახტარი“ – წილკანის „წილკანი-1“ ანგარიშით 5:1;
ახალგორის „ქსანი“ – აჩაბეთის „ლიახვი“ ანგარიშით 7:0.
ბ ჯგუფში მონაწილეობდნენ გუნდები: „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი), „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა), ახალგორის „ლომისი“, წილკანის „წილკანი-2“.
თამაში დამთავრდა შემდეგი შედეგით:
„ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) – წილკანის „წილკანი-2“ ანგარიშით 7:0;
„ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) – ახალგორის „ლომისი“ ანგარიშით: 5:3.
ნახევარფინალში იასპარეზეს:
ახალგორის „ქსანი“ – ნატახტარის „ნატახტარი“, სადაც „ქსანმა“ გაიმარჯვა ანგარიშით 3:0.
„ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) შეხვდა „ლიახვი“ აჩაბეთს (კოდა) – თამაში ფრედ დასრულდა: 1:1. პენალტების სერიით გაიმარჯვა „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა) ანგარიშით 2-3.
მესამე ადგილისთვის იასპარეზეს:
ნატახტარის „ნატახტარი“ – „ლიახვი“ აჩაბეთი (გორი) – თამაში 0:7 დასრულდა.
ზაურ კალოევის სახელობის ტურნირის ფინალი გაიმართება 27 ოქტომბერს 15:00 საათზე სოფელ ნატახტარში, სადაც ერთმანეთს შეხვდებიან ახალგორის „ქსანი“ და „ლიახვი“ აჩაბეთი (კოდა).