„სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია გმობს ოკუპირებულ ცხინვალში საქართველოს მოქალაქის საქართველოს შეიარაღებული ძალების ვეტერანის არჩილ ტატუნაშვილის წამებისა და მკვლელობის ფაქტს და სამძიმარს უცხადებს გარდაცვლილის ოჯახს.
გამომდინარე იქიდან, რომ სრული პასუხისმგებლობა არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობაზე ეკისრება რუსეთის ფედერაციას და მის ქვეშ მყოფ მარიონეტულ ცხინვალის ხელისუფლებას, სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაცია დაუყოვნებლივ ითხოვს დაისაჯოს ყველა ის პირი, რომელიც უშუალოდ იღებდა მონაწილეობას წამებაში, რამაც გამოიწვია არჩილ ტატუნაშვილის სიკვდილი.
აღდგეს სამართლიანობა და კანონის უზენაესობა, რათა ჩამოშორდეს ძალები, რომლებიც ცდილობენ გააღრმავონ ისედაც არსებული ბზარი ორ მოძმე ერს ქართველებს და ოსებს შორის ამ საზარელი ტრაგედიით.
მივმართავთ მშვიდობისა და უსაფრთხოების საერთაშორისო მისიებს ეუთოს, გაეროს და ევროპის საბჭოს, საქართველოს მეგობარ ქვეყნებს, არჩილ ტატუნაშვილის მკვლელობის ფაქტს მისცენ შესაბამისი შეფასება, გამოიყენონ ყველა შესაძლებლობა კონფლიქტის პოლიტიკური დარეგულირების და რეგიონში მშვიდობის შესანარჩუნებლად“.