„უსაფრთხოების პოლიტიკა და ევროატლანტიკური ინტეგრაცია“ – ამ თემაზე საჯარო სამსახურის ბიუროს ინიციატივითა და გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მხარდაჭერით გაიმართა ონლაინ-ფორუმი, რომელშიც მონაწილეობა მიიღეს სამხრეთ ოსეთის ადმინისტრაციის თანამშრომლებმა.
ონლაინ-შეხვედრაზე მოხსენებით გამოვიდა საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს უსაფრთხოების პოლიტიკისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის დეპარტამენტის დირექტორი თორნიკე ფარულავა.